სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული დღეს დილით მთავარ პროკურატურასთან – მიზეზი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ზ.ხ-ს მამაა.
თამაზ ხომასურიძემ საგამოძიებო უწყებასთან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა. პოლიციამ ხომასურიძისთვის სანთებელას წართმევა შეძლო და ის ტერიტორიას გაარიდა.
ზ.ხ-ს მამა ამ პროტესტით პროკურორთან შეხვედრას ცდილობს.
“რუსთავი2”