ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე პორტში, სადაც 4 აგვისტოს მძლავრის აფეთქება მოხდა, ძლიერი ხანარია.
ხანძარი საავტომობლო ზეთებისა და საბურავების საწყობში თავისუფალი სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ქრობის ოპერაციაში მონაწილეობენ ლიბანის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენებიც.
ბეირუთის პორტში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. განადგურდა ასობით სახლი, ავტომობილები. დაიღუპა 171 და დაშავდა 6 ათასზე მეტი ადამიანი.
აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაშიც გაიგეს. ნიქოზია ბეირუთიდან 250 კილომეტრში მდებარეობს.
ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.
წყარო: ghn.ge