ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა, რომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების განზრახ მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ გრძელდება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ მიმართული მოწოდებებისა და ქმედებების შესახებ.
კომიტეტის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრები ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ.
“1 არხი”