პარტია “ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსმა” საარჩევნო კამპანია დროებით შეწყვიტა. პარტიის მიერ გავრცელებული განცახების თანახმად, საარჩევნო ლამპანიის შეჩერების მიზეზი, პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თითოეულ რეკომენდაციას თანმიმდევრულად შეასრულებს პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” თითოეული წარმომადგენელი. ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში. ასევე , უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს.
უპირველესყოვლისა, ჩვენთვის, ყველასთვის უმნიშვნელოვანესია ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეუღლის, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზოგადოებას აქტიურად მივაწვდით სიახლეებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენი პარტია ბუნებრივია პაუზას იღებს, რადგან უპირველესი არის ჩვენი საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა,”-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებასი..
“რუსთავი2”