დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

“ვულოცავ ყველა მოქმედ თუ მომავალ ენერგეტიკოსს, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ პირს ამ მნიშვნელოვან დღეს. ეს არის პროფესიონალი, კვალიფიციური, დაუღალავი და თავის საქმიანობაზე შეყვარებული ადამიანების გუნდი, რომლებიც ქმნიან წარმატებულ, პროგრესულ დარგს საქართველოში. სექტორის მიმართ ახალგაზრდა თაობის დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება. სემეკში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც სწორედ ამ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ განვითარებას ემსახურება. მე, როგორც სემეკის თავმჯდომარე, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს, რომ ენერგეტიკის დარგს რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი კადრი ჰყავდეს”, – აღნიშნულია სემეკის თავმჯდომარის განცხადებაში.

ენერგეტიკოსის დღე საქართველოში ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება.

წყარო: report.ge