კვიპროსი ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

კვიპროსი ბელარუსის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, კვიპროსი აცხადებს, რომ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას მანამდე არ დაეთანმხმება, სანამ ბლოკის წევრი სახელმწიფოები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის ქმედებებს არ შეაჩერებენ.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღდმეგ სანქციების დაწესებისთვის ევროკავშირის 27-ე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.

შეგახსენებთ, რამდენინე დღის წინ ევროკავშირის წევრები 31 ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ბლოკის განმარტებით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრაციების ძალადობრივ დაშლაზე არიან პასუხისმგებლები.

“აიპიენი”