მე ის თამრო აღარა ვარ კი არა, მე ის მიშა აღარა ვარო, სააკაშვილმა…

“მე აღა­რა ვარ ის მიშა, რო­მე­ლიც ვი­ყა­ვი. ცხოვ­რე­ბამ ბევ­რი რამე მას­წავ­ლა. ეს კარ­გიც არის და ცუ­დიც. ეს 7 წელი იყო და­ფიქ­რე­ბის­თვის, გა­და­ფა­სე­ბით­ვის” – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა “ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

ის  დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს.

“მე ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე, მე ასე­თი არ ვი­ყა­ვი. ცხოვ­რე­ბამ ბევ­რი რა­ღაც მას­წავ­ლა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა სის­ტე­მა, რო­მე­ლიც არ და­უშ­ვებს ვინ­მეს ერ­თპი­როვ­ნულ თავ­ში­ა­ვარ­დნილ მმარ­თვე­ლო­ბას.

გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე მე მო­მიხ­დე­ბა პრე­მი­ე­რო­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა. თუმ­ცა ჩვენ უნდა ვი­ყოთ იმ სა­უ­კე­თე­სო მო­ლო­დი­ნე­ბის გამ­მარ­თლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ქარვთელ ხალ­ხს აქვს.

მე მიყ­ვარს გან­ცვიფ­რე­ბა და მე მიყ­ვარს გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის გან­ცვიფ­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა უბე­დუ­რე­ბა მოხ­დეს, ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დე­ბა სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ…

იმი­ტომ რომ მე აღა­რა ვარ ის მიშა, რო­მე­ლიც ვი­ყა­ვი. ეს კარ­გიც არის და ცუ­დიც არის. რა­ღაც გა­გე­ბით კარ­გია, რად­გან შვი­დი წელი საკ­მა­რი­სი იყო და­ფიქ­რე­ბის­თვის, გა­და­ფა­სე­ბის­თვის, გარ­კვე­ულ­წი­ლად მოჯ­დო­მის­თვის… ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, ახლა მთა­ვა­რია გახ­სნი­ლო­ბა და კონ­სო­ლი­და­ცია”.- განაცხადა სააკაშვილმა.