გერამინიის კანცლერი ანგელა მერკელი და მისი მთავრობის წარმომადგენლები ცდოლობენ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო მოსკოვის წინააღნდეგ სანქციების ფარგლებში რუსულ-გერმანული გაზსადენის პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერების იდეა შეასუსტონ – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მერკელმა, მის კონსერვატიულ საპარლამენტო ფრთასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ მერკელმა ნავალნიზე თავდასხმის გამო ევროკავშირს რეაგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, თუმცა გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით ფრთხილი პოზიცია დაიკავა.
შეხვედრის მონაწილეთა ინფორმაციით, მერკელმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ხალხის ნაწილი ევროკავშირის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების კონტექსტში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე საუბრობს, თუმცა მისივე თქმით, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, მერკელმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის დონეზე ბევრი მკაფიოდ არ აკავშირებს ერთმანეთთან ნავალნის საქმესა და გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას“.
ინფორმატორების ცნობით, რალფ ბრინკჰაუსმა, რომელიც მერკელის პარტიაში საპარლამენტო ჯგუფის ლიდერია, ასევე ფრთხილი შეფასებები გააკეთა გაზსადენის მშენებლობის შეჩერების მიმართულებით.
რაც შეეხება გერმანიის ეკონომიკის მინისტრ პიტერ ალტმაიერს, მისი აზრით რუსეთის მსგავსი ქვეყნები სანქციების გამო პოზიციებს არ იცვლიან, ამიტომ კომუნიკაციის არხების ღიად დატოვება ხშირად უფრო ეფექტურია.
“აიპიენი”