თიკა ჯამბურია , მთავრობის ახალ შეზღუდვებს აპროტესტებს და სოციალურ ქსელში კოლეგებს შეკრებისკენ მოუწოდებს

მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 მომღერალი თიკა ჯამბურია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობის ახალ შეზღუდვებს აპროტესტებს და სოციალურ ქსელში კოლეგებს შეკრებისკენ მოუწოდებს.

მომღერლის თქმით, მთავრობა არ ფიქრობს ხელოვნებზე, რომლებიც მხოლოდ კონერტებიდან მიღებული ჰონორარებით ცხოვრობენ, კონცერტები კი პანდემიის გამო გაუქმდა.

„არასოდეს არავინ ჩვენზე რატომ არ ფიქრობს? ხოდა მართლა ჩვენი სამსახური და შემოსავლის წყარო ეგ არის და მოდი, შევიკრობოთ და მაშინ რაღაცა მოვიფიქროთ… ერთი „გესჰაუსი“ მაქვს და უკვე თებერვლიდან ჩარაზულია და კაცის შვილი არ მყავს სტუმარი და მეორე ჩემი შემოსავალი სიმღერააა და ამასაც კრძალავენ და გინდ კორონა დამემართოს და გინდ შიმშილით ამოგვხდეს სული“, – წერს თიკა ჯამბურია.