საქართველოს პოლიტიკურ არენაზე მიხეილ საკაშვილის გამოჩენა, ისევე როგორც სხვა რომელიმე ქვეყანაში, უარყოფით შედეგებს მოიტანს, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.
“სააკაშვილს არავისთვის მოუტანია წარმატება და იღბალი. მან თავის ქვეყანას – საქართველოს უფრო მეტი ტრაგედია მოუტანა. სააკაშვილმა უამრავი საცირკო სანახაობა მოაწყო … უკრაინაში, სადაც ის დასაქმებულია. საერთო ჯამში რომელიმე ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე მის გამოჩენას ვერ ექნება დადებითი შედეგები. მხოლოდ უარყოფითი” – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ბოლოს ფეისბუქგვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბრუნდება.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებამ “ძალა ერთობაშია” სააკაშვილი პრემიერ მინისტრობის კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა.
წყარო: ghn.ge