თბილისში გამართული ქორწილის გამო, ცაგერში, ქუთაისსა და ზუგდიდში ინფიცირების ზრდას ველოდებით

თბილისში გამართულმა ქორწილმა ქვეყანაში დამატებითი კლასტერები შექმნა- ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა.

“მაგალითია ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, ქორწილი იყო.

იძულებული გავხდით, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში – 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

“აიპრესი”