სასწავლო პროცესი დიდ ქალაქებში 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სასწავლო პროცესის გადადება ეხება, როგორს სკოლებს, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს.
მისი თქმით, თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება. რაც შეეხება ბათუმს, იქ სასწავლო პროცესი 1 ნოემბრამდე არ აღდგება.
ეს ჩვენთვის საჭიროა უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენთვის შევაფასოთ ეს მიმდინარე რისკები დღევანდელი და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან ერთად 2 კვირა და ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს”, – თქვა გიორგი გახარიამ.
წყარო: ghn.ge