ალექსეი ნავალნის საქმე ბინძურ თამაშს მაგონებს, რომელიც იმან დადგა, ვინც ამისგან სარგებელს ნახულობს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილ ნებენზიამ განაცხადა.
„არ შეიძლება ამ ინციდენტმა არ გააჩინოს აზრი დადგმული ბინძური თამაშის შესახებ. ეს კი მან გააკეთა, ვინც ამისგან სარგებლობს,“- განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისივე თქმით, რუსეთს გამოძიების დასაწყებად საფუძველი არ აქვს.
„ჩვენს სამართალდამცავებს გამოძიების დასაწყებად საფუძველი არ აქვთ, სხვათა შორის, ჩვენმა ექიმებმა, რომელმაც ნავალნი გადაარჩინეს, მის ანალიზში ვერანაირი ქიმიური იარაღის კვალი ვერ აღმოაჩინეს. გერმანიის მხრიდან არანაირი მტკიცებულება არ მიგვიღია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს იყო მოწამვლის მცდელობის გზით განხორციელებული დანაშაული,“- აღნიშნა ვასილ ნებენზიამ.
“აიპიენი”