ყოველდღიური კვების რაციონში ხილის დამატება რიმ აუცილებლიბას წარმოადგენს, ამაზე ყველა უდაოდ თანხმდება, რადგან თითოეულ მათგანს იმაზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისათვის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
ალბათ, თითოეული ჩვენგანის ყურადღება არაერთხელ მიუქცევია, შავად დახუნძლულ ქლიავის ხეებს და რაღათქმაუნდა მისი მირთმევის სურვილისგან გამოწვეულ ცდუნებასაც იშვიათად თუ გაუმკლავდება კაცი.
თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქლიავს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ხილს, უამრავ სასარგებლოსთან ერთად, მრავალი მავნე თვისებებიც ახასიათებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, და შეიძლება ითქვას აუცილებელიც კი დავიცვათ მისი მიღების დღიური ნორმა, რათა ზიანი არ მივაყენით ჩვენ ორგანიზმს.
საინტერესოა, რა სასარგებლო და საზიანო თვისებები ახასიათებს ქლიავს?
თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს.
ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ როგორც დიეტური, ასევე როგორც საწამლო პროდუქტი. მასში განსაკუთრებით მაღალია P აქტიური ნაერთების, B3 ვიტამინისა და კაროტინის შემცველობა.
ქლიავი კალიუმის, ნატრიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, მანგანუმის, ქრომისა და სხვა მნიშვნელოვანი ქიმიური ნაერთების წყაროა.
ქლიავის ნაყოფი არის ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, მადის აღმდგენი, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, მიკრობსაწინააღნდეგო თვისებების მქონე საშუალება.
ასევე, დიეტური პროდუქტია ქლიავის რბილობის წვენი, მასში ინახება ახალი ქლიავის შემადგენელი ნივთიერება. წვენი აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას.
მისი გამოყენება რეკომენდირებულა მრავალი დაავადების მკურნალობის დროსაც. მაგალიტად:
ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების დროს სასარგებლოა ქლიავის კომპოტის დალევა; შეშუპების დროს რეკომენდებულია მოხარშული ჭარხლისა და ქლიავის სალათა (იოგურტით შეაზავეთ) მიირთვათ რეგულარულად;
სისხლნაკლებობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ლურჯ-იასამნისფერი და წითელი ნაყოფი;
ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და თრომბოფლებიტის დროს ქლიავი და მისი წვენი სისხლის შედედებას ამცირებს, ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინი, ზედმეტი წყალი და მარილები გამოაქვს.
შავქლიავა შველის გასტრიტს, კოლიტს, კუჭის წყლულს, შეშუპებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს, ააქტიურებს ნახშირწყლოვან ცვლას, აზროვნებას, ამაგრებს ნერვულ სისტემას, ზრდის პოტენციას და შრომისუნარიანობას, ორგანიზმის მედეგობას სტრესისადმი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასარგებლია არა მხოლოდ ნაყოფის ცოცხლად მირთმევა, არამედ მისი ჩირიც.
ქლიავის ჩირი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას, ამიტომ მისი მიღება რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის და ნაღვლის ბუშტის დაავადებისას, ასევე გამოიყენება ამოსახველებელი და პირღებინების საწინააღმდეგო საშუალებად.
ხალხურ მედიცინაში ის ფართოდ გამოიყენება, როგორც დამაწყნარებელი კუჭ-ნაწლავის ტკივილის, კუჭაშლილობის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის და თირკმლის დაავადებისას.
ქლიავის ჩირი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. მასში შემავალ ვიტამინებისა და მინერალების კომბინაციას, დადებითი ზეგავლენა აქვს გულის კუნთის მუშაობაზე. იგი ზრდის სისხლძარღვთა გამტარობას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლთარღვთა კედლებს.
იგი აძლიერებს იმუნიტეტს. მისი ყოველდღე ჭამა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა სასარგებლო, რომლებიც არაჯანსაღ გარემოში ცხოვრობენ ან მუშაობენ.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი მავნე თვისებებიც.
ქლიავი საზიანოა ჭარბწონიანებისთვის ან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან მასში გარკვეული რაოდენობის შაქარი შედის. ამიტომ ამ კატეგორიის ადამიანებმა ქლიავის მოხმარება უნდა შეზღუდონ ან საერთოდ შეცვალონ იგი ნაკლებად ტკბილი ხილით.
ამ ხილის მიღება რეკომენდებული არ არის არც კუჭის მომატებული მჟავიანობის ან კუჭ-ნაწლავის მწვავე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის
ქლიავის ეს და სხვა მრავალი სასარგებლო თვისება დაგარწმუნებთ, რომ მისი ყოველდღიური მირთმევა აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის, თუმცა მნიშვნელოვანია დავიცვათ დღიური ნორმა, რაც მხოლოდ 5-6 ნაყოფს შეადგენს.
ავტორი: რუსო ჩარექიშვილი
წყარო: intermedia.ge