ქუთაისში ექიმს Covid19 დაუდასტურდა

“გუშინ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ექიმს კოვიდ 19 -ზე გეგმიური შემოწმებისას PCR ტესტირებამ სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა.

მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია, შაბათს აღნიშნული ექიმი, თბილისში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის აქტიური ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მინიმუმადე ამცირებს. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ხორციელდება მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინე სივრცეებში გადაყვანა. ჰოსპიტლის თანამშრომლებში დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი არაგეგმიური სკრინინგის ჩატარება. კოვიდისგან გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებებს შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი (საუბარია ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებზე). დადგენილი პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალში დასაქმებულ თანამშრომლებს გეგმიურ რეჟიმში, ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ pcr ტესტირება covid 19 -ზე. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ექიმს შემხებლობა არ ქონდა ჰოსპიტლის C ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

“აიპრესი”