თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია კანონი და სამართლის ლიდერს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს ოლქში, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს:

“ძვირფასო  მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ!

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს!  თავისუფლება ლომთა ხვედრია,” – წერს თაკო ჩარკვიანი.