თურქეთი საქართველოში “თურქი მესხების” დაბრუნების დაჩქარებას აპირებს

8 სექტემბერს ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ მზადაა, დაიწყოს ე. წ. თურქი მესხების რეპატრიაციის მეორე ტალღა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან თურქეთსა და… საქართველოში.

1992 წლიდან თურქეთის ხელისუფლებამ  150 ათასამდე ე. წ. თურქი მესხი  უკვე ჩაასახლა თავის  ტერიტორიაზე სხვადასხვა რეგიონში.  ამ ეტაპზე ერდოღანის ადმინისტრაცია 100 000 თურქი მესხის ჩასახლებას თურქეთში საქართველოსთან მოსაზღვრე ჩრდილოეთის  რეგიონში აპირებს.

ერდოგანმა საქართველოს ხელისუფლებას, პირადად  გიორგი გახარიას, სატელეფონო საუბარში 100 ათასი თურქ-მესხის სამცხე-ჯავახეთში ჩასახლება თავის ხარჯების უზრუნველყოფით შესთავაზა. ოფიციალური ანკარა მზადაა, თურქეთის ბიუჯეტიდან გამოჰყოს სამცხე -ჯავახეთში რეპატრიანტების სრული დაფინანსება.  ანკარა ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, თურქ-მეხებს საქართველოში შუძინოს   სახლები, მიწის ნაკვეთები,  გახსნას შესაბამისი სასწავლო-საადაპტაციო ცენტრები და რელიგიური დაწესებულებები, ასევე სრულად მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა თურქი-მესხების ჩასახლების ადგილებში.

გარდა თურქეთის ხელისუფლებისა, ე. წ. თურქი-მესხების საქრთველოში რეპატრიაციის პროექტის თანამონაწილე და თანაავტორია თურქული ორგანიზაცია “დათუბი”  – DATÜB და Humaniatarian Relief Foundation. ეს უკანასკნელი ორჯერ გაეხვა საერთაშორისო სკანდალში: პირველად, როცა  ჰუმანიტარული ტვირთის საფარქვეშ პალესტინურ “ჰამასს” გემით იარაღს აწვდიდა და მეორედ, როცა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებს 28 მანქანა შეიარაღება გაუგზავნა , ასევე ჰუმანიტარული ტვირთის საფარს ქვეშ. ასევე რეპატრიაციის პროქტრს აქტიურ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში მოქმედი თურქული მსხვილი ბიზნესი – “მეტრო ატლას ჯორჯიას” მფლობელის, გალიფ ოზქურთის ორგანიზებით.

ისტორიული კონტექსტიდან : 1944 წელს 14-15 ნოემბერსგადაასახლეს 222 სოფლიდან 86900 თურქი-მესხი  17-19ნოემბერს  10 000 პირი. სულ – 97 000მდე. მოგვიანებით, 1945-1949 წლებში დამატებით გადაასახლეს 17500-მდე ე.წ. თურქი-მესხი.  საერთო ჯამში სულ  114500 ადამიანი იქნა გადასახლებული. თურქი -მესხების გადასახლება სამხცე-ჯავახეთიდან სულაც არ იყო საბჭოთა ხელისუფლების ახირება, სტალინის და ბერიას იდეაფიქსი,რასაც  დღევანდელი ლიბერალური მედია უნერგავს საზოგადოებას. კონკრეტული პანთურქისტული და რეაქციულ-ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებდნენ თურქი-მესხების განსახლების არეალში, მეორე მსოფლიო ომამდეც და ომის დროსაც ეწეოდნენ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიდნენ პირველ რიგში საქართველოს და ქართველ ერს. საბჭოთა დაზვერვა ფლობდა დაზუსტებულ ინფორმაციას, რომ თურქი-მესხების სასულიერო და საერო  ლიდერები ჯაშუშობდნენ თურქეთის სასარგებლოდ. სიტუაციას ართულებდა ის გარემოებაც, რომ სამცხე-ჯავახეთი თურქეთის სასაზღვრო რეგიონია, რაც ერთი-ორად ზრდიდა ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს. სწორედ ამიტომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თურქი-მესხები გადაესახლებინათ შუა აზიის რესპუბლიკებში.

1989-1993 წლებში თურქი-მესხების აღწერის შემდეგ  საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მათი რიცხვი 320 000 იყო . 2006 წელის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მათი რიცხვი 550 000 – 600 000  აღწევს. აქედან მხოლოდ 10% თუ მიიჩნევს საკუთარ თავს ქართველად, 90% თავს თურქად მიიჩნევს . ამერიკის ,უზბეკეთის , აზერბაიჯნის, რუსეთის , ყაზახეთის, ყირგიზეთის, უკრაინის და თურქეთის თურქ-მესხთა (“აჰისკა”) დიასპორები უარყოფენ ქართულ ეთნოსთან თავიანთ გენეტიკურ კავშირს და ეს, ხშირ შემთხვევაში ასეცაა “თურქი მესხები” სინამდვილეში მესხეთში დამპყრობლურად მოსული თურქების შთამომავლები არიან. პროქართული ორიენტაციის და ქართული გენის მატარებელი მხილოდ 10% ნახევარი მილიონი ამ  ე. წ. თურქი-მესხებისგან , მათი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ალიხან ყურაძე, ხოლო მისი საქმის გამგრძელებლები სალიმ და ზურაბ ყურაძეები.

ამ პოლიტიკური კონიუნქურის პირობებში 100 000 პანთურქისტულად განწყობილი უცხოტომელის ჩამოსახლება საქართველოში არის ქვეყნის კიდევ ერთ ეთნოკონფლიქტში გახვევა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. ერდოღანს და დაუდოღლუს ნეოოსმანიზმის და პანთურქიზმის განუკურნებელი სენი სჭირთ, ისინი ღიად აცხადებენ ოფიციალურ განხადებებში , რომ სურთ ოსმალეთის იმპერრის აღდგენა და აჭარა-სამხცე -ჯავახეთს მოაზრებენ, როგორც იმპერიის განუყოფელ ნაწილს. სწორედ ნეოოსმანიზმის დიდი კონცეფციის ერთ-ერთი პუნქტია თურქი-მესხების სამხცხე-ჯავახეთში (როგორც ისინი თავად უწოდებენ ამ ქართულ მიწას – “აჰისკა”) ე. წ.  რეპატრიაცია, რასაც აუცილებლად მოჰყვება ჩვენი ძირძველი მხარის იდეური და მატერიალური ოკუპაცია. ეს კი, ქართველმა ერმა არასგზით არ უნდა დაუშვას!

 

შოთა აფხაიძე