ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთში 14 სექტემბერს ჩავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა სოჭში გაიმართება. პესკოვის განმარტებით, ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში დოკუმენტების გაფორმება და პრესკონფერენცია არ იგეგმება.
არჩევნების შედეგებს ბელარუსში 9 აგვისტოდან აპროტესტებენ. 17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.
“იმედი”