ამერიკული რაკეტა ორბიტაზე ვერ გავიდა

ამერიკული კერძო კომპანიის, Astra-ს მიერ წარმოებული რაკეტა ორბიტაზე ვერ გავიდა. ამის შესახებ კომპანია twitter-ის გვერდზე იტყობინება.

Astra-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, რაკეტამ ალასკის კოსმოდრომიდან სტარტი წარმატებით აიღო, თუმცა მისია ვერ შეასრულა.

წარუმატებელი ექპერიმენტის შემდეგ კოლეგები კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გაამხნევა, რომლის თქმითაც, მის კომპანიას ორბიტაზე გასასვლელად 4 ექსპერიმენტი დასჭირდა.

კერძო კომპანია Astra 2016 წელს დაფუძნდა. კომპანია ორბიტაზე კოსმოსური აპარატების გასაყვანად რაკეტებს ამზადებს. 2018 წელს Astra-ს რაკეტამ ორი სუბორბიტული ფრენა განახორციელა, თუმცა მისია წარუმატებელი გამოდგა. 2020 წელს კი პირველი ორბიტალური ფრენისთვის მზადებისას Astra-ს რაკეტა სტარტის აღებისთანავე დაიმსხვრა.

“იმედინიუსი”