ჩინეთი ამერიკელ დიპლომატებს საპასუხო შეზღუდვებს უწესებს

ჩინეთი ამერიკის საელჩოსა და ჰონგ-კონგსა და ჩინეთში მდებარე საკონსულოების თანამშრომლებს შეზღუდვებს უწესებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ითვალისწინებს აღნიშნული შეზღუდვები, თუმცა ცნობილია, რომ ამ ნაბიჯით პეკინმა ვაშინგტონის მიერ ჩინელი დიპლომატების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს უპასუხა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩინელ დიპლომატებს უნივერსიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და 50-ზე მეტი პირის მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების გამართვის უფლება სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობის გარეშე არ ექნებათ.

“აიპიენი”