“გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი” – უგულავა ზუგდიდში გიული ალასანიას შესაძლო კანდიდატობაზე

“გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი.. საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა” – უგულავა ზუგდიდში გიული ალასანიას შესაძლო კანდიდატობაზე

გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი და მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას: „ფაქტობრივად დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის გიული ალასანია იბრძოლებს, როგორი ტიპის გამოწვევაა ეს თქვენთვის“.

“ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი, რადგან საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა. ვერ ვგრძნობ იმას, რომ ის ცვლილელები და გარდამტეხი ცვლილებები, რაც ქვეყანას სჭირდება, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ამას პასუხობს. ეს უფრო კონსერვაციაა, ეს უფრო ამომრჩეველზე ცოტა ზემოდან ყურებაა.

ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად გამოიყურება. ერთი, შემიძლია ვთქვა ამ თემაზე, გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი და მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას, კორუფციასთან, სიდუხჭირესთან და იმ უბედურებასთან, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და რაც ყოველდღიურად უფრო მძიმდება. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი გეგმა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

წყარო: ghn.ge