იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, წყნარ ოკეანეში, 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ცუნამის საფრთხე ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა, შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის რამდენიმე სხვა პრეფექტურაში, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოშის იგრძნობოდა.