კერძო სკოლები 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ სწავლას. 1 ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებში

თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, 1- ლი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. აღნიშნული რეგულაცია უკვე მოქმედებს ქობულეთსა და ბათუმში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. მისივე თქმით, ზემოთჩამოთვლილი ქალაქების გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაიწყება.

 

“აიპრესი”