ქართული რაგბის წარმატებები ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერის შედეგია – გიორგი გახარია

– „რაგბის ეროვნულ ნაკრებს გაუჩნდა უნიკალური შანსი, რვა ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა.

 

ეს იქნება ქართული რაგბის უდიდესი წარმატება. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი მსოფლიოში, სადაც საქართველოს ნაკრებს ექნება შესაძლებლობა, დაუმტკიცოს ყველას, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევხვდით მორაგბეებს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიმდინარე ჩემპიონატი არ შეფერხებულიყო და ნორმალურად დაეწყოთ მათ შეჯიბრები, თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც რაგბის კავშირი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ქართველ მორაგბეებს მივცეთ და სულ რამდენიმე საათში შეიძლება ყველამ ერთად, გამარჯვება ვიზეიმოთ. თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდებ, რომ თუ ამას მივაღწიეთ, შემდეგ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ქართულ რაგბს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“1არხი”