სამხედრო დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ერთმა ადამიანმა კიდურების დამწვრობა მიიღო, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთ მობინადრეს სანთებელას დამტენი აუფეთქდა.
შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ერთმა ადამიანმა კიდურების დამწვრობა მიიღო, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
“სპუტნიკი”