“სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის…” – გოდერძი ჩოხელი
“რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდითა ყავს და თანაც გათოშილ ფეხებზე თბილ წინდებს აცმევს” – გოდერძი ჩოხელი
“დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო. . .” – გიორგი ლეონიძე
“ლოცვის დროს დედის სულს მირონი სდის” – ნიკო ლორთქიფანიძე
“დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა, ოღონდ, დედობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება.
ბავშვის გაჩენის უნარი და დედობის უნარი სხვადასხვა ცნებებია.” – ოთარ ჭილაძე
“მაშინ არ იცოდი ასე რა გიზიდავდა დედის ხმასა და გამოხედვაში – თურმე ღმერთის სითბო ყოფილა.” – ვაჟა ხორნაული
„ქალები ყოველთვის უფრო ძლიერები იყვნენ მთელ მსოფლიოში. მამაკაცები ყოველთვის ეძებენ ქალში პატარა ბალიშს, რომელსაც თავს მიაყრდნობენ. ისინი ყოველთვის დედას ეძებენ ქალში, რომელიც მას როგორც პატარა ბავშვს, ისე მოექცეოდა“ – კოკო შანელი
“სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის… – გოდერძი ჩოხელი
“დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის.” – ოტია იოსელიანი
„დედის გული ღრმა უფსკრულია, რომლის სიღრმეშიც ყოველთვის იპოვით პატიებას“ – ონორე დე ბალზაკი
“ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც, მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა!”-ოტია იოსელიანი
“დედის სხეულს ახსოვს მისი ჩვილი – ნაზი სხეულის ხაზები, ნაზი კანი, ცხვირი. ყველა ბავშვს თავისი განსაკუთრებული სხეულის და სულის ნიშნები აქვს”- ბარბარა კინგსოლვერი
„როდესაც თქვენ დედა ხართ, თქვენ არასოდეს ხართ მარტო თქვენს ფიქრებში. დედამ ყოველთვის ორისთვისუნდა იფიქროს – თავისთვის და შვილისთვის“ – სოფი ლორენი
“თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა… ” – ოთარ ჭილაძე
“ერთადერთი სიყვარულის, რომლის არსებობისაც მჯერა, ესაა დედის სიყვარული შვილისადმი” – კარლ ლაგერფილდი
„დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს. რასაც წარმოვადგენ, დედაჩემს ვუმადლი. ჩემს წარმატებას ცხოვრებაში ვუმადლი იმ მორალურ, გონებრივ და ფიზიკურ აღზრდას, რომელიც დედაჩემმა მომცა“ – ჯორჯ ვაშინგტონი
“დედა არის შენი ყველაზე ერთგული მეგობარი, როდესაც უეცარი და მძიმე განსაცდელი დაგატყდება თავს; როდესაც უბედურება გეწვევა და კეთილდღეობას შეცვლის; როდესაც მეგობარი მიგატოვებს; როდესაც უსიამოვნებები გაქვს; დედა მაინც შენთან არის და ცდილობს თავისი კეთილი დარიგებებით და რჩევებით გაფანტოს შენს ირგვლივ შავი ღრუბლები. და შენს გულს სიმშვიდე დაუბრუნოს“ – ვოშინგტონ ირვინგი
“საეჭვოა, დედამიწის ზურგზე იყოს იმ გრძნობებზე მეტად სასიხარულო რამ, რომლებიც დედას უჩნდება თავისი შვილის პაწაწინა ფეხსაცმლის დანახვაზე”. ვიქტორ ჰიუგო
წყარო: intermedia.ge