ვაჭარ-მევახშეს საქართველო სტამბულის ბაზარი ჰგონია… – სანდრო ბრეგაძე მამუკა ხაზარაძეზე

ლელო უნდა მოიხსნას არჩევნებიდან !!! მევახშეთა პარტია და მისი ლიდერი ხაზარაძე აწარმოებს ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვას – სოციალურ ქსელში სანდრო ბრეგაძე მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტიის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

 

ის ცსკ-გან მოითხოვს, რომ ლელო არჩევნებიდან მოიხსნას და ხალხს მოუწოდებს, რომ შეთავაზებული ფული ლელოს წარმომადგენლებს გამოართვან და „გადააგდონ”.

„ლელო უნდა მოიხსნას არჩევნებიდან !!! მევახშეთა პარტია და მისი ლიდერი ხაზარაძე აწარმოებს ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვას !!! ხალხისთვის წართმეული ფული ტომრებით აქვთ ჩატანილი რაიონებში და ცდილობენ ხალხის ყიდვას !!!

ეტყობა ვაჭარ-მევახშეს საქართველო სტამბულის ბაზარი გონია და ფიქრობს რომ მონებს იყიდის !!! ხალხს მოვუწოდებ რომ გამოართვან ფული და ისევე გადააგდონ როგორც ხაზარაძემ გადააგდო გაჭირვებული ქართველები,ხოლო ცსკო-სგან კატეგორიულად მოვითხოვ მევახშეთა პარტიის არჩევნებიდან მოხსნას!” – წერს სანდრო ბრეგაძე.

“ალია”