გიორგი მთაწმინდელს დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი მწერლობის ისტორიაში. მისი ბიოგრაფია დაუწერია მის მოწაფეს გიორგი მცირეს. მოცემული ბიოგრაფიის მიხედვით, გიორგი მთაწმინდელის სამშობლო იყო თრიალეთი, მამას ერქვა იაკობი, ხოლო დედას – მარიამი. მათ ჰყავდათ ექვსი შვილი – სამი ქალი და სამი ვაჟი.
გიორგიმ ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული, რის გამოც დიდი ღვაწლი დადო ქართული მწერლობის წარმატებაში. ის შავ მთაზე შეხვდა გიორგი შეყენებულს და მას დაემოწაფა. გიორგი შეყენებულმა შეამჩნია, თუ რა სარგებლობის მოტანა შეეძლო გიორგის მშობლიური ეკლესიისთვის სამწერლობო ასპარეზზე, ამიტომ იგი თავისთან დატოვა.
30 წლის ასაკში იგი იერუსალიმში გაემგზავრა. მოძღვარმა ურჩია დაეწყო წიგნების თარგმნა, თუმცა იგი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან თავის თავს ამ წმინდა საქმის ღირსად არ თვლიდა.
გიორგი დაიბადა 1009 წელს. 1016 წელს მიიყვანეს ტაძარში, 1019 წელს-ხახულში, შემდგომ სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მალევე ბრუნდება სამშობლოში. 1036 წელს მიდის შავ მთაზე. 1040 წელს კი იგი მიდის ათონზე.
გიორგის, მას შემდგომ რაც მთარგმნელობით საქმეს მიჰყო ხელი, ქართულ ენაზე გადმოუთარგმნია ისეთი წიგნები, რომლების ქართული თარგმანები მანამ არ ასებობდა. უკვე ნათარგმნი და ხმარებისგან შერყვნილი გაუწმენდია – ექვთიმეს მიერ დაწერილი და დაუსრულებელი, ან მოკლედ ნათარგმნი წიგნები ვრცლად უთარგმნია, სხვები კი ბერძნულისათვის შეუდარებია და ყველანაირი ნაკლისგან გაუწმენდია.
გიორგის უთარგმნია ბიბლიის მხოლოდ ზოგიერთი წიგნი:
1. “დავითნი”
2. “სახარება-ოთხთავი”
3. ” საქმე მოციქულთა”
ლიტურგიკაში გიორგი მთაწმინდელს ყველაზე დიდი შრომა ჩაუდია.
კერძოდ მის სახელს უკავშირდება:
1. დიდი სვინაქსარი, რომელიც მისი ბიოგრაფის აზრით არის “საფუძველი ეკლესიათა”
2. “სახარებაი გამოკლებული საწელიწადო” და “პავლე გამოკრებული საწელიწადო”
3. “დიდი მარხვანი”
ზემოთ ჩამოთვლილი შრომების გარდა გიორგი მთაწმინდელის სახელთან მრავალი სხვა ნაშრომებიცაა დაკავშირებული.
წყარო: intermedia.ge