„ვიშეგრადის ოთხეული“ ბელარუსებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოდის

„ვიშეგრადის ოთხეული“, რომლის რიგებში უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი შედის, ბელარუსებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

 

აღნიშნულ ინიციატივას, სავარაუდოდ, ევროკავშირის უახლლოეს სამიტზე განიხილავენ, რომელიც 24-25 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

მატეუშ მორავეცკის თქმით, „ვიშეგრადის ოთხეულს“ ბელარუსი ხალხისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტის წარდგენა სურს.

„ვიშეგრადის ოთხეული“ ბელარუსებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვა ევროკავშირის სამიტზე. სამიტის ფარგლებში ასევე წარვადგენთ ბელარუსი ხალხის მხარდაჭერის პაკეტს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მატეუშ მორავეცკიმ ასევე დაგმო ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.

“იმედი”