სახელმიწფოს მიერ შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული თანხა 9,9 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო უწყებებმა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასზე 59.2 მლნ ლარი დახარჯეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 49.3 მლნ ლარი.
უწყებებს შორის, ყველაზე მეტი თანხა განათლების, ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროებმა გასცეს.
რაც შეეხება უწყებების მიერ შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებზე გაცემულ კონკრეტულ თანხებს, ასე გამოიყურება:
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 2.2 მლნ ლარი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 248,042 ლარი
მთავრობის ადმინისტრაცია – 710,447 ლარი
თავდაცვის სამინისტრო – 7 მლნ ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 4.4 მლნ ლარი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 16.8 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 1.9 მლნ ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 1.2 მლნ ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 528,948 ლარი
ფინანსთა სამინისტრო – 456,533 ლარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 13.1 მლნ ლარი
იუსტიციის სამინისტრო – 1.8 მლნ ლარი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 467,138 ლარი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 67,770 ლარი
წყარო: bpn.ge