ზვიგენები არასოდეს ჩერდებიან. ისინი მუდმივად მოძრაობენ დაბადების პირველი წუთიდან სიკვდილის ბოლო წუთამდე. ზვიგენი თუ გაჩერდა, ის მაშინვე ქვასავით წავა ფსკერისკენ – ამ მძიმეწონიან თევზს არ აქვს საცურაო ბუშტი. სწორედ იმის გამო, რომ ზვიგენებს მუდმივი მოძრაობა უწევთ, მათ არასდროს სძინავთ.
სანაპირო წყლებში მცხოვრები ზოგიერთი ზვიგენი, ზოგჯერ ისვენებს. შეცურდება იმ მცირე ზომის წყალქვეშა გამოქვაბულში, რომელიც ძალიან სიღრმეში არაა, წვება ფსკერზე ან კლდეების წვეროებზე. ზვიგენები კი, რომლებიც ღია ზღვაში ცხოვრობენ, არასოდეს ჩერდებიან. ზოგჯერ დინებას მიყვებიან და ასე ისვენებენ მცირე დროით.
წყარო: cyc.ge