ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დროა, ბაიდენის პოლიციის საწინააღმდეგო კამპანია დასრულდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„მთელი ზაფხულის განმავლობაში ჯო ბაიდენი ჩუმად იყო მაშინ, როდესაც მემარცხენე ბრბო პოლიციელებზე ძალადობდა. როდესაც ბაიდენის გამოკვეთილად მემარცხენე მხარდამჭერები პოლიციიის მანქანებს, განყოფილებებსა და სასამართლოს შენობებს ცეცხლს უკიდებდნენ, ბაიდენი მათ მშვიდობიან დემონსტრანტებს უწოდებდა. როდესაც მას ჰკითხეს, შეამცირებდა თუ არა პოლიციის დაფინანსებას, ბაიდენმა უპასუხა – „დიახ, აუცილებლად“. ბაიდენი გირაოთი გათავისუფლების აღკვეთასა და ციხეების დახურვას უჭერს მხარს. ბაიდენმა სამართალდამცველებს მტერიც კი უწოდა. ბაიდენის პოლიციის საწინააღმდეგო კამპანია უნდა დასრულდეს. ამასთანავე, ის კორპორაციები, რომლებიც პოლიციის საწინააღმდეგო ორგანიზაციებს აფინანსებენ, ამის მაგივრად ფულს დანაშაულის შედეგად დაზარალებული და დაღუპული პოლიციელების ოჯახებს უნდა აძლევდნენ. ჩვენ, რესპუბლიკურ პარტიაში ვიცით, რომ პოლიციელები არა ბოროტმოქმედები, არამედ გმირები არიან, რომლებიც ჩვენს დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ“, – წერს დონალდ ტრამპი.
“1 არხი”