ბელარუსის პრეზიდენტი ალექანდრ ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექანდრ ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა, სადაც ცოტა ხანში მასსა და ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები აქვთ დაგეგმილი.

როგორც კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა, შეხვედრა მოსკოვის დროით 14:00 საათზე (თბილისის დროით 15:00) უნდა დაიწყოს და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ეს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.

წყარო: paqtebi.ge