ნეპალში მეწყერების გამო დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა

ნეპალში, ტიბეტის რეგიონის საზღვართან, ორ სოფელში ჩამოწოლილ მეწყერს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ Aljazeera წერს.

 

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, 21 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ივნისიდან სექტემბრამდე, ქვეყანაში, გადაუღებელი წვიმით გამოწვეულმა მეწყერებმა უკვე 314 ადამიანი იმსხვერპლა, დაკარგულია 111 ადამიანი და 160 დაშავდა. ამ პერიოდში, წვიმიანი ამინდით გამოწვეულ მეწყერებს ყოველწლიურად მოსდევს ადამიანთა მსხვერპლი და მატერიალური ზარალი.

ეს ტერიტორია ერთ-ერთი იყო იმ რეგიონებს შორის, რომელიც 2015 წელს, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

“იმედი”