საქართველო ევროპის ტოპ სარაგბო ქვეყნებს შეუერთდა.
ორი თვეც და „ბორჯღალოსნები“ რვა ერის გათამაშებაში ჩაერთვებიან. ყველა ვთანხდებით, რომ ქართული ნაკრები პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას იმსახრებს. საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავს. „ბორჯღალოსნების“ წარმატების ერთ-ერთ მთავარი კომპონენტი „ქართუ ფონდისგან“ უპრეცედენტო დაფინანსება და სწორი სახელმწიფო პოლიტიკაა. საქართველში რაგბისადმი მიდგომა მსოფლიო სარაგბო სამყაროში სამაგალითოა.
რვა ერის გათამაშებაში, 14 ნოემბერს, ლონდონიში, თვიქენჰემის არენაზე, ინგლისისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს შეებრძოლებიან. ქართველ მორაგბეებს ისტორიულ დღემდე მოსამზადებლად ორი თვე რჩებათ. ბორჯღალოსნები სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ტურნირისთვის სამზადისს შევარდენის ბაზაზე გადიან.
იმას, რასაც რაგბში პატარა ქვეყანამ მიაღწია, შეიძლება დაუჯერებელი ამბავიც დავარქვათ. ამ დონეზე განვითარება ქართველი მორაგბეებისა და ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დამსახურებაა. სწორედ მის ქველმოქმედებას უკავშირდება საქართველოში მნიშვნელოვანი სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტების განახორციელება. უდიდესი წვლილისთვის, რაგბის საერთაშორისო საბჭომ ბიძინა ივანიშვილს სპეციალური ჯილდოც გადასცა.
უკვე წლებია, საქართველო ცდილობს დაამტკიცოს, რომ ინგლისთან, ირლანდიასთან, უელსთან, შოტლანდიასთან, საფრანგეთთან და იტალიასთან ტოლსწორად თამაშს იმსახურებს. ექვსი ერის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესს საქართველოს რაგბის კავშირი აწარმოებდა, რომელსაც სრული მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოს მთავრობიდან და მსოფლიო რაგბიდან. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ახლა ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.
2000 წლიდან დღემდე ფონდ „ქართუს“ მიერ რაგბიში განხორციელებული ქველმოქმედება 200-ს მილიონ ლარს აღწევს. თბილისსა და რეგიონებში აშენდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 13-ი სარაგბო ბაზა, 28 მოედანი, 2 აკადემია და 5 სასტუმრო. დასრულებული ინფრასტრუქტურა მართვაში რაგბის კავშირს გადაეცა.