სკოლა ვალდებული იქნება სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები უზრუნველყოს

სკოლა ვალდებული იქნება, სასწავლებლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო პუნქტების სამუშაოდ შესაბამისი პირობების შექმნა უზრუნველყოს.

შესაბამისი ცვლილებები ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომელის ინიცირებაც დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

დღეის მდგომარეობით, საჯარო სკოლების 2500 შენობიდან სამედიცინო პუნქტი 532 შენობაში ფუნქციონირებს. 2023 წლის პირველ იანვრამდე კი, სამედიცინო პუნქტები საჯარო სკოლის ორი ათას შენობაში უნდა შეიქმნას.~~

 

“იმედინიუსი”