თურქეთში ქართველმა მამაკაცმა თავისი ცოლი მოკლა

შემთხვევის დეტალები უცნობია. მკვლელობა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მოხდა. ქალი სენაკის მცხოვრები იყო

თურქეთში ქართველმა მამაკაცმა თავისი 33 წლის ცოლი მოკლა, იუწყება „გურია NEWS“.

მკვლელობა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მოხდა. ცნობილია, რომ მოკლულს, რომელიც სენაკის მკვიდრი იყო, ორი შვილი დარჩა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

“სპუტნიკი”