World of Naked Bike Ride – შიშველთა მსოფლიო ველოგარბენი დამცავ ნიღბებში (ვიდეო)

რამდენიმე წლიანი აკრძალვების შემდეგ, საფრანგეთმა ორგანიზატორებს ნება დართო მოეწყო ე. წ ნუდისტური ველო-რალი . საფრანგეთის ქალაქ რენეში ველოგარბენის შიშველი მონაწილეები შეიკრიბნენ და მოსახლეობის ყურადღებაც მიიპყრეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება დაგეგმილი იყო პარიზსა და ლიონში, ქალაქების ხელმძღვანელობამ ბოლო წამს გადაიფიქრა და უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ერ-ერთი ყველაზე ძლიერი ნუდისიტური ორგანიაციაა, ქვეყანაში არასდროს ყოფილა დაშვებული შიშველი ადამიანების მონაწილეობით რაიმე სახის ააციები ან მიტინგები. რენემ კი ამ მხრივ ახალი ფურცელი გადაშალა.

მართალია, ქალაქის პრეფექტმა ცოტათი შეცვალა მარშუტი და აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში ვერ მოხვდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც კმაყოფილები დარჩნენ.

“აიპრესი”