ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პატიმრობაში მყოფი ძმის დაუყოვნებლივ ნახვას ითხოვს.
“როგორც ჩანს მართლა ჩამოიშალა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სისტემა. პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არა მთავრობა, არამედ უკვე კონკრეტული დაწესებულებები აწესებენ: დღეს ჩანიშნული იყო პაემანი ჩემს ძმასთან ციხეში. ოპერატორი მეკითხება, როდის დავბრუნდი აჭარიდან. მე ვუპასუხე, ბოლოს ქობულეთში რომ ვიყავი 20 დღეა გასული. ოპერატორმა დაურეკა დაწესებულების დირექტორს, რომელმაც უთხრა არ შეუშვათო. მე ვუთხარი, ორი კარანტინის პერიოდი გავიდა მას შემდეგ რაც აჭარიდან დავბრუნდი და არანაირი საფუძველი არ არსებობს ჩემი არშეშვების-მეთქი.
ოპერატორი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ხელმძღვანელს და გადასცა ჩემი ნათქვამი, რომ ვინაიდან 12 დღეზე მეტია გასული უკვე მაქვს შესვლის უფლება, ამას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება. მოკლედ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ არ შემიშვეს. მივმართავ იუსტიციის მინისტრს: მოვითხოვ აღასრულოთ ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლება და შემიშვათ ჩემს დაუძლურებულ ძმასთან, რომლისთვისაც ერთადერთი შვება თვეში ერთხელ მაინც ოჯახის წევრების ნახვაა. ნუ არღვევთ კანონს!”, – წერს თორნიკე მამალაძე.
https://www.facebook.com/tornike.mamaladze.7/posts/3756258177752858
წყარო: report.ge