ალექსანდრე გოგინავა: რაც დრო გავა, კორონავირუსი ნაკლებ პრობლემას შეგვიქმნის და მსოფლიო გლობალურად დაამარცხებს პანდემიას
გრიპი და მსგავსი ინფექციები აგრესიულები არიან ცივ პერიოდში, ამიტომ ასევე ფიქრობენ კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა ამ ვირუსმა ერთი რამ აჩვენა, რომ მას სეზონურობა არ ახასიათებს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით ზაფხულის პერიოდშიც ისეთივე მაღალი იყო ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, როგორც ცივ პერიოდში.
რაც შეეხება ვირუსის აგრესულობას, ინფექციონისტს იმედი აქვს, რომ COVID-19 ნაკლებ პრობლემას შექმნის. „რაც დრო გავა, კორონავირუსი უფრო ნაკლებ პრობლემას შეგვიქმნის და ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ და დავამარცხებთ ამ პანდემიას“, – განაცხადა გოგინავამ.
მისი თქმით, პანდემიას მსოფლიო გლობალურად დაამარცხებს, რაშიც საქართველოს თავისი წვლილი ექნება.
წყარო: bfm.ge