დონალდ ტრამპი – ობამამ უკრაინას ბალიშები მიაწოდა, მე კი მათ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება მივეცი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეიძლება ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სურდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთს, შესაძლოა, ჯო ბაიდენის გამარჯვება სურდეს. არავის გაუტარებია რუსეთის მიმართ ისეთი პოლიტიკა, როგორიც მე. ეს გაზსადენსა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ეხება. ჩვენ მსოფლიოში ენერგორესურსების კუთხით წამყვანი ქვეყანა გავხდით და ახლა ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებული არ ვართ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა უკრაინის მიმართ ბარაკ ობამას პოლიტიკა.

„ობამამ უკრაინას ბალიშები მიაწოდა, მე კი მათ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება მივეცი“, – დასძინა მან.

წყარო: ghn.ge