დღეს „პრაიმტაიმს“ პატიმარი დაუკავშირდა და გვთხოვა, გაგვერკვია, აიკრძალება თუ არა პაემნები და ამანათის შეგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პანდემიასთან დაკავშირებით ისევე, როგორც გაზაფხულზე იყო აკრძალული.
„პრაიმტაიმი“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, რუსუდან უშიკიშვილს დაუკავშირდა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულელებში რაიმე საგანგებო ღონისძიებების გატარება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
“პრაიმტაიმი”