აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ირანი, ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას განახორციელებს, აშშ მას საპასუხო, 1000-ჯერ მძლავრი თავდასხმით უპასუხებს.
„მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ირანი, ტერორისტი ლიდერის, ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, შესაძლოა, აშშ-ის წინააღმდეგ მკვლელობას ან სხვა თავდასხმას გეგმავდეს. ირანის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმას აშშ 1000-ჯერ მძლავრი თავდასხმით უპასუხებს,“- წერს პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ცნობისათვის, ორი დღის წინ გამოცემა Politico-მ აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით ირანის მთავრობა სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩის მკვლელობის მცდელობის საკითხს განიხილავდა.
“აიპიენი”