მეზობელმა ლიეტუვამ საერთაშორისო კანონი დაარღვია, როდესაც 10 აგვისტოს სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის ლიდერად აღიარა, – „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პარლამენტის ზედა პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ბელარუსი კანონმდებლების განცხადებით, ამ ნაბიჯის გადადგმით ლიეტუვა “საღი აზრის ფარგლებს გასცდა” და ბელარუსის საშინაო საქმეებში აშკარად ჩაერია.
შეგახსენებთ, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ლიეტუვას შეაფარა თავი.
“აიპიენი”