რუსეთმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. საზღვარი გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. „საზღვრის“ გახსნის შესახებ ბრძანებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.
ცნობისათვის, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო 13 აპრილს ჩაიკეტა.
“აიპიენი”