რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბერლინში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
სერგეი ლავროვის ვიზიტი ბერლინში 15 სექტემბერს უნდა შემდგარიყო. თუმცა, იმის გამო, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ვიზიტის სამუშაო გრაფიკი შეცვალა და ორმხრივი მოლაპარაკებების დრო შეამცირა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
„შესაბამისად, სერგეი ლავროვის გერმანიის დედაქალაქში ვიზიტის თავდაპირველი მიზანი არააქტუალური გახდა, ხოლო ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი ძალიან შემცირda. ამის ფონზე ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება მივიღეთ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
“იმედი”