სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეიდან საჯარო და კერძო სკოლებსა და უმაღლეს სააწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნუციპალიტეტებში საკლასო ოთახებში განახლდება, 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

სირთულეების მიუხედავად, სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება. თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. განათლების სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად სასწავლო პროცესი დასაწყებად.

სამინისტროს მხრიდან სკოლები უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომლის გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება ელექტრონული ჟურნალიც, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს.

სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.

 

“იმედინიუსი”