ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს, – ამის შესახებ The New York Times-ი გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიაში სამუდამოდ დარჩენას არ აპირებს და გამოჯანმრთელებისთანავე სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.
„ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს. მას შინ, რუსეთში დაბრუნება და თავისი მისიის გაგრძელება სურს. ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გამოჯანმრთელებისთანავე გეგმავს,“- აღნიშნულია The New York Times-ის სტატიაში.
ცნობისთვის, ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
“აიპიენი”