საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ჯვრის მონასტერს ეწვია.
დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს, რომ ჯვრის მონასტრის კონსერვაციას აფინანსებს.
მისივე თქმით, ფონდმა საქართველოში 20-მდე პროექტი დააფინანსა.
„აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ დააფინანსებს ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის გამაგრების სამუშაოებს. დღეს გამოცხადდა გრანტის გადაცემა, რომელიც გამოყო ამერიკის ელჩის კულტურის დაცვის ფონდმა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში დააფინანსა დაახლოებით 20 პროექტი, რომლებზეც გამოიყო ორ მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო ეს გრანტი, რომელიც ჯვრის მონასტრის სამუშაოებზე გამოიყო, არის ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი. საქართველოში ეკლესიები და ისტორიული ძეგლები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის საზოგადოების ისტორიაში და ჩვენ ვამაყობთ და გვიხარია, რომ შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი დაცვისა და შენარჩუნების საქმეში“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდისგან 506 000 დოლარის ოდენობით დაფინანსება, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა, ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრებისთვის მიიღო.
წყარო: bfm.ge