გერმანიაში 30-მდე პოლიციელს მემარჯვენე ექსტრემიზმში ადანაშაულებენ

გერმანიაში 30-მდე პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერეს. მიზეზი სოციალურ ქსელებში მემარჯვენე ექსტრემისტული კონტენტის გაზიარებაა. ამის შესახებ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ როილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეჭვმიტანილები პროპაგანდას ავრცელებდნენ და იღებდნენ WhatsApp-ის სულ მცირე 5 ჩატში, რომელშიც, უმეტესად, პოლიციელები იმყოფებოდნენ.

“საუბარია ნეონაცისტურ, რასისტულ, ანტიმიგრაციულ პროპაგანდაზე”, – დააზუსტა მინისტრმა პრესკონფერენზიაზე.

ამჟამად ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: bm.ge